top of page
ისტორია და მომავალი

DAKO დაარსდა 2013 წელს და წარმოადგენს ქართულ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ლოჯისტიკურ მომსახურეობას, როგორიცაა პროდუქციის იმპორტი, დისტრიბუცია, დასაწყობება და ტრანსპორტირება. 

კომპანიას მართავს კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომელთა გუნდი, რომელიც აქტიურად არის ჩართული მისი განვითარების საქმიანობაში და ორიენტირებულია ქართული სამომხმარებლო ბაზრის გაუმჯობესებაზე და მულტინაციონალური კომპანიების მიერ წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქციის იმპორტზე.

ჩვენი დევიზია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება ყველგან, დროულად და რაც მთავარია ხელმისაწვდომ ფასად!

ხედვა და მისია

ჩვენი ხედვაა ვიყოთ საუკეთესო სადისტრიბუციო კომპანია ამიერკავკასიაში. 

ჩვენი მისიაა

შევქმნათ ძლიერი მიწოდების ჯაჭვი;

მუდმივად გვქონდეს ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი;

უზრუნველყოთ სწრაფი, ხარისხიანი და დროული მიწოდება;

დავაკმაყოფილოთ  მომხმარებელის მოთხოვნები;

სერვისი

DAKO -ს სათაო ოფისი და სადისტრიბუციო ქსელი მდებარეობს  

ქ. თბილისში.  

პროდუქციის დისტრიბუცია ხორციელდება გამოცდილების მქონდე პერსონალთა მიერ, საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილებით.ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ გააფართოვა სადისტრიბუციო ქსელი საქართველოს რეგიონებში და დღეს - დღეობით ამარაგებს 4,850 სავაჭრო ერთეულს.

გამოცდილი და კვალიფიციური გაყიდვების გუნდის მეშვეობით სათანადოდ უზრუნველყოფს მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

bottom of page